პროპორციული სისტემა

ვაშაძე: ნელ-ნელა დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას

ტაბულა

ახალი საქართველოს ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, აქციის მონაწილეები "ნელ-ნელა" დაიწყებენ პარლამენტის პიკეტირებისთვის მომზადებას. ის პოლიციას მოუწოდებს, "ნუ დაგვეჭიდებიან".

"მათ უნდოდათ, არ შემოვეშვით პარლამენტის გარშემო, მაგრამ იმდენი ხალხია, ამას წინ ვერაფერი აღუდგება, პოლიციას ვუთხარი, ხელს ნუ შეგვიშლიან, უკანონო ქმედებას ნუ ჩაიდენენ" - თქვა ვაშაძემ.

აქციის მონაწილეები უკვე დაიძრნენ რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის შესასვლელებისკენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალ ჯაჭვს არტყამენ. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სამართლიან ე.წ გერმანული მოდელით ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ისინი პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ, რათა დეპუტატებს ხვალინდელი სხდომის გამართვის საშუალება არ მისცენ. პარლამენტის ყველა შესასვლელი პოლიციას აქვს ჩაკეტილი.

 

კომენტარები