პროპორციული არჩევნები

"მთელი ღამე ვიქნებით აქ" - აქციის მონაწილეები პარლამენტს ცოცხალ ჯაჭვს დაარტყამენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალ ჯაჭვს დაარტყამენ. უახლესი სამოქმედო გეგმა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გაახმოვანა.

"ჩვენ მივეცით პირობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ არ გავიმარჯვებთ. ამ წუთების გეგმაა - გადავალთ ჩიტაძის მხარეს, დავდგებით წინ და დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს, დაინახონ ჩვენი ძალა, დაინახონ, რომ პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილის მონებს. 

ჩცვენი პროტესტი არის არაძალადობრივი, სამართლიანი და მტკიცე, ამიტომ ახლა გადავალთ ყველა წინ, ჩიტაძის მხრიდან ავალთ და მეორე მხრიდან ჩამოვალთ აქ. და, რა თქმა უნდა, მთელი ღამე ვიქნებით აქ, არ მოვიცვლით ფეხს. დაელოდეთ ჩვენს მისვლას, მშვიდობიანად ვიწყებთ ჯაჭვის დარტყმას" - თქვა ხოშტარიამ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სამართლიან ე.წ გერმანული მოდელით ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ისინი პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ, რათა დეპუტატებს ხვალინდელი სხდომის გამართვის საშუალება არ მისცენ. პარლამენტის ყველა შესასვლელი პოლიციას აქვს ჩაკეტილი.

კომენტარები