აქცია პარლამენტთან

ერთად ერთის წინააღმდეგ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

ერთად ერთის წინააღმდეგ -პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კვლავ ითხოვენ, ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. 

ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ. 

მოგვიანებით შეკრებულები პარლამენტის პიკეტირებას - შესასვლელების ბლოკირებას შეეცდებიან.

პიკეტირება რამდენიმე დღით ადრე იყო დაანოონსებული. დღეს პოლიციამ ევროპული საქართველოს და ენმ-ის მანქანები დააკავა, რომლებზეც შეშა, კასრები და პიკეტირებისთვის საჭირო სხვა ნივთები ეწყო. 

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა. 

პოლიციამ 37 დემონსტრანტი დააკავა და 10 მათგანს სხავდასხვა ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. 

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ გასცა.

კომენტარები