პარლამენტის პიკეტირება

პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

ტაბულა

პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

ისინი, სავარაუდოდ, დემონსტრანტებს არ მისცემენ საშუალებას, ბოქლომები დაადონ კარებს და დაბლოკონ პარლამენტში შესასვლელები.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შენობის პიკეტირებას გეგმავს, რათა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო მუშაობას.

პიკეტირება აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. დღეს პოლიციამ დააკავა ევროპული საქართველოს კუთვნილი მანქანა, რომელზეც შეშა იყო. ასევე, ოთო კახიძს თქმით, დაკავებულია პარტიის 2 წევრი. 

მოგვიანებით ინფორმაცია, რომ პოლიციამ მათი კუთვნილი მანქანაც დააკავა, ნაციონალურმა მოძრაობამაც გავრცელა. 

მათ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა.

დემონსტრანტები ითხოვენ, პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი კანონი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩაატაროს.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ, 24 ივნისს გასცა.

კომენტარები