არჩევნები 2020

კალაძე: თემა დახურულია, 2020-ის არჩევნები შერეული წესით ჩატარდება

კახა კალაძე
ტაბულა

კახა კალაძის თქმით, პროპორციული არჩევნების თემა თემა დახურულია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. 

პარტიის გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე თქვა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.  

"როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ-დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ, თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების", - თქვა კალაძემ. 

14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. ერთ კვირაზე მეტია, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში.

2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით 2017 წლის რედაქციით არის გაწერილი. 

კომენტარები