თქვენ რატომ უნდა იცოდეთ ყველა მაჟორიტარი? არც მე არ უნდა ვიცოდე. ყველა მაჟორიტარის გვარი და სახელი მეც არ ვიცი და თქვენც არ უნდა იცოდეთ, მაგრამ თუ თქვენ ხელს ჩამკიდებთ და წამომყვებით სოფლებში, სადაც მე დავდივარ, ყველა ადამიანმა იცის საკუთარი მაჟორყტარის გვარი და სახელი, რატომ? იმიტომ რომ ან ერთხელ მაინც მიუმართავს, ან ერთხელ მაინც გაბრაზებულა მასზე ან ერთხელ მაინც ყოფილა კეთილგანწყობილი, რადგან საქმე გაუკეთა, აბა, გაიარეთ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, თუ არ იციან თავისი მაჟორიტარის სახელი და გვარი.
მე რომ თქვენი მაჟორიტარი ვიყავი ქალბატონო თეა, ხომ იცოდით ჩემი სახელი და გვარი? იმიტომ, რომ იყავით იმ უბანში, სადაც კენჭს ვიყრიდი. შეიძლება, ხმა არ მომეცით, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი იცოდით. აი, ვინც ვაკეში ცხოვრობს, იმან შეიძლება არ იცოდა, ვინ იყრიდა კენჭს 2012 წელს ნაძალადევის რაიონში