18 ნოემბრის აქცია

შსს-ს წარმომადგენლები სასამართლოს დარბაზიდან "მონებოს" სკანდირებით გააცილეს [ვიდეო]

პირველი არხი

შსს-ს წარმომადგენლები 18 ნოემბერს პიკეტის დაშლისას დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესიდან "მონებოს" სკანდირებით გააცილეს, მას შემდეგ რაც მოსამართლემ 37 პირიდან 12-ზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ათ მათგანს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეეფარდა, ერთს ჯარიმა დაეკისრა, ხოლო კიდევ ერთს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.

პროცესზე შსს-ს წარმოდგენილმა მწირმა მტკიცებულებებმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

კომენტარები