5-7-13 დღეებს უსჯის მოსამართლე ახლა ზუკა ბერძენიშვილს და სხვა დაკავებულებს. ორი დღე განუწყვეტლივ უყურებდით რეპორტაჟებს სასამართლოდან და იცით, რომ სასაცილო მტკიცებულებებიც კი არ წარმოადგინეს. ვერც წარმოადგენდნენ, პოლიციელისთვის ამ ხალხს არაფერი საერთოდ არაფერი არ დაუშავებია. სასამართლო არის სრულიად ღიად საზიზღარი და უსაშველოდ უსამართლო. რამდენიმე დღის ციხეში უსამართლოდ გატარების არავის ეშინია - ამ ქვეყანაში ცხოვრება კი მართლა დღითიდღე საშიში ხდება და არ შევეგუოთ ამას, გეხვეწებით.
tbl.ge/47g6
დაკოპირდა

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულ 5 პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა, ერთს კი ჯარიმა შეუფარდა. ტელეწამყვანი და აქტივისტი მიშა მშვილდაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმიანება.