არჩევნები 2020

ლურსამაშვილი ბაქრაძეს და ბოკერიას: ხარაგაულში მომიგეთ არჩევნები და მერე ათამაშეთ მუსკულები

როდესაც პოლიტიკური პარტია აცხადებ, რომ ხარ რეიტინგული და ამისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს იშველიებ, რატომ გაურბიხარ საარჩევნო მარათონს? როგორი წესი და სისტემაც არ უნდა იყოს, იმავე სისტემაში ვმოქმედებთ ჩვენც. ეს იქნება პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული. გარემო ყველასთვის ერთია და სიტყვის მთქმელი არის ამომჩეველი, რომელიც გადაანაწილებს თავს ხმებს და შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოში მოხვდებიან ამ ხმების განაწილების შესაბამისად".

ისინი ამბობენ, რომ არიან მაღალრეიტინგულები. მე ვარ 51-ე ოლქის მაჟორიტარი, როგორც დღეს იქნა წარმოჩენილი, ყველაზე რეიტინგული არის დავით ბაქრაძე. ყველაზე რეიტინგული პარტიის ლიდერს, ბაქრაძეს, ბოკერიას გეპატიჟებით, ჩამოდით ხარაგაულში, იყარეთ კენჭი, ჩვენივე სამაჟორიტარო ოლქში დაგვამარცხეთ და მერე ათამაშეთ მუსკულები.

თქვა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში. ის ერთ-ერთი დეპუტატია იმათ შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და კანონპროექტი ჩააგდო. 

კომენტარები