IRI-ის კვლევა

თალაკვაძე IRI-ზე: თუ ოპონენტებს ამხელა მხარდაჭერა აქვთ, რატომ არ მონაწილეობენ მაჟორიტარულში

IRI-ის კვლევის შედეგებს თუ დავუჯერებთ, აქ მაგალითად, პოლიტიკოსების ათეულში 8 საუკეთესო შედეგი აქვთ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომელთა ნაწილიც დესტრუქციული მოქმედებებით გამოირჩეოდა და გამოირჩევა. შესაბამისად, გაუგებარია, თუ მათ სჯერათ ამ შედეგების და თუ მათ მართლაც აქვთ ამხელა მხარდაჭერა, რატომ არ იღებენ ეს ადამიანები მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობას. თუ IRI-ის შედეგებს დავუჯერებთ, ამ ოპოზიციის ლიდერებს გარანტირებული უნდა ჰქონოდათ წარსულშიც და მომავალშიც მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება, მაგალითის სახით გეუბნებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვით, მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს - დავით ბაქრაძეს აქვს (57%). მოწონების ათეულში 7 ადამიანი ოპოზიციიდანაა. ბიძინა ივანიშვილს დადებითად 32% აფასებს, ნეგატიურად - 57%. პოლიტიკოსებსა და საჯარო ფიგურებს შორის ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი (70%) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს.

კომენტარები