აქციის დაშლა

აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო

ტაბულა

კაჭარავა, სოსანაშვილი, ბიძინაშვილი, ნადირაძე, მაქარაშვილი, მჟავანაძე - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში 6 პირის პროცესი მიმდინარეობს. 

საქმეს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი განიხილავს.  

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავეს.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით

კომენტარები