გია ვოლსკი

ვოლსკი გერმანულ მოდელზე: აფიორა შეიძლება, მაჟორიტარებს არ გაიყვან 41-ით, გაიყვან 42-ით

რომც შეესაბამებოდეს კონსტიტუციას გერმანული მოდელი, თუკი აიღებ პროპორციული არჩევნებით სიტყვაზე 50 მანდატს და მაჟორიტარული არჩევნებით აიღებ სიტყვაზე 45-ს, რომ შემოხვალ, პროპორციულ სიაში შემოდის მაინც ეს მაჟორიტარი, ემატება პარტიული სიიდან 5 და ის 40 კაცი გადის საერთოდ თამაშიდან. ამ დროს მოსახლეობამ ხომ პროპორციულში ვინც უნდოდა, ნომერს ხომ არ მისცა ხმა. დიდი აფიორის ჩატარება შეიძლება, აიღებ და მაჟორიტარულ სისტემაში არ გაიყვან 41-ით, გაიყვან 42-ით და დაარქმევ სხვა რამეს და გაიყვან 73-ს ვთქვათ. ანუ მაჟორიტარულსაც მოიგებ და პროპოსციულიც თუ მოგებული გაქვს საერთოდ შეიძლება ას ხმაზე მეტი აიღო. დეტალურად როცა არ განმარტავ რთულია რა, არა მგონია უსუფაშვილმა არ იცის ან ბოკერიამ არ იცის, მაგრამ შეთავაზება ამ სისტემის არის უკვე დადასტურება, შეფარული მიზანი იმისათვის, რომ რევოლუციური სცენარი განავითარონ და არავითარი დიალოგისთვის ესენი არ იყვნენ მზად არც პროპორციულზე.

მე დამატებითი ეჭვი მაქვს, რომ იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ ბიუჯეტი. იმიტომ, რომ ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე, რომელიც ჩვენ შევადგინეთ მას მერე, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ამას ყველაფერს ანალიზი გაუკეთეს და დაძაბეს სიტუაცია. ამის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი და უკან დახევა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა "კვირის თემაში".

კომენტარები