გია ვოლსკი

ვოლსკი: ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა

ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, Facebook-ზე და მათ შორის, საკმაოდ პოზიტიური კომენტარები ჰქონია - არა ომს, არ თავდასხმას და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის - ძირს პუტინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია.

რა ურთიერთობა აქვს მამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, იქ ცხოვრობდა ეს გოგო თვითონ. მე მგონი, ამერიკული პასპორტიც აქვს. არის თემები, მაგრამ რა არის, იცით? ისეთ რაღაცებზე ვჭორაობ, არ არის სასიამოვნო.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ შეკითხვაზე საპასუხოდ - ფლობს თუ არა ინფორმაციას საქართველოში სანქცირებული მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

გუშინ, 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს. სასტუმროსთან აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. 

კომენტარები