ოპოზიციის შეთანხმება

ჯაფარიძე ოპოზიციის შეთანხმებაზე: ის ერთობა, რაც გუშინ იყო, არ შეცვლილა

ის ერთობა, რომელიც გუშინ იყო, არ შეცვლილა. მხარს ვუჭერთ პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და ამასთან დაკავშირებით აუცილებელი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას მმართველი ძალის მხრიდან. ეს მოთხოვნა იგივეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. 

კონკრეტული კანდიდატების დაყენების საკითხი საერთოდ არ განხილულა. საუბარია პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. აქციები აუცილებელია, ის უნდა გაგრძელდეს

მოძრაობა ლელოს ერთერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში ოპოზიციური სპექტრის კიდევ ერთ შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც ამჯერად სამოქალაქო მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" (სირცხვილია) ესწრებოდა. ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ, არ შეესრულებინა დადებული პირობა და მხარი არ დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, რუსთაველის გამზირზე პროტესტი და სრულად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება გამოიწვია.

კომენტარები