დღეს, 15:00-ზე ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართება. უცნობია, ვინ ჩაატარებს ბრიფინგს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.
ამასთან, საზოგადოებრივი ჯგუფების და ოპოზოციური პარტიების ორგანიზებით თბილისში დაიწყო საპროტესტო აქციები ლოზუნგით - "ერთად ერთის წინააღმდეგ". ისინი ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში. ასევე, ცესკოს განახლებულ შემადგენლობას. ისინი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაშლას არ აპირებენ, კვირას კი, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.





