ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე: ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ვადამდელი არჩევნები

ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ვადამდელი არჩევნები და რა წესითაც არ უნდა ჩატარდეს, მოგვიწევს შერეული წესით ჩატარება როგორც ჩანს, ამათი ხელისუფლებიდან გაშვება რაც შეიძლება დროზე და შემდეგ გვექნება შანსი, რომ ამ ქვეყნიდან რაღაცა გამოვიდეს. 

მე სხვა ნაბიჯს პოლიტიკურს უბრალოდ ვერ ვხედავ, დღეს რაც მოხდა ეს არჩევანს არ გვიტოვებს. არჩევანი არის ამათი ხელისუფლებიდან გაშვება რაც შეიძლება სწრაფად, თუ არა და, ჩვენ უნდა ჩავალაგოთ და წავიდეთ ამ ქვეყნიდან, ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე არის საშიში.

უთხრა ტელეკომპანია პირველს გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე. ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო.

კომენტარები