პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

ჭიჭინაძე: თუ ივანიშვილი ბერაიას ვერ არწმუნებს, მოსახლეობას საერთოდ ვერ დაარწმუნებს 2020-სთვის

შიდა დაპირისპირება, რომელიც არსებობს, დღეს კენჭისყრის მერე უფრო გამოჩნდება. დღეს მოხდება ლუსტრაცია, ვის რა გავლენა აქვს "ქართულ ოცნებაში". მე ვფიქრობ, რომ მაინც რესურსი ეყოფა "ქართულ ოცნებას" და ოპოზიციასთან ერთად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. [...] ძალიან დაცემულა ბიძინა ივანიშვილის კლასი, დაჩი ბერაიას თუ ვეღარ არწმუნებს. მაშინ საქართველოს მოსახლეობას 2020 წლისთვის საერთოდ ვერ დაარწმუნებს. 

თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში როპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება. რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მათი "გადარწმუნება ვერ შეძლო".

კომენტარები