პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

ბოკერია: რეგიონებში იქნება აქციები, რომელიც დაგვირგვინდება დიდი აქციით თბილისში

ევროპული საქართველო

ლეიბორისტების ოფისში, ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ, ევროპული საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამომავლლო გეგმებზე ისაუბრა. 

ბოკერიამ, რეგიონებში საპროტესტო აქციები დაანონსა. ამასთანავე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სხვადასხვა დაწესებულების პიკეტირებები. 

ბოკერიას თქმით, მომავალ კვირაში უმრავლესობა უზანაესი მოსამართლეობის კენჭისყრას გეგმავს და ამ პროცესს უმრავლსობა კომფორტულად ვერ ჩაატარებს.

"პიკეტერიბები გაგრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ამ კვირაში იგეგმება სამარცხვინო მოსამართლეების კენჭისყრა იურიუდულ კომიტეტში და იქ ყველა ვარიანტში ისევ მოუწევთ სპეცრაზმის გამოყვანა. კომფორტში ამას ვერ გააკეთებენ. სპეცრაზმის გარდა, კომიტეტის წევრებს შეუძლიათ წინა ღამე პარლამენტში გაათენონ." 

გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის პირველი საპროტესტო აქცია რეგიონებში ქუთაისიდან დაიწყება.

"რეგიონებში იქნება ყველგან საპროტესტო აქციები, რომელიც დაგვირგვინდება თბილისში დიდი აქციით. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება პიკეტირებები. პირველი აქცია იქნება პარასკევს ქუთაისში. ჩვენ ვიცით, რომ იქ ამ სამარცხვინო ხალხმა თავისი პატარა გარემოცვით - შეფარებული კრიმინალებისა და აიპის თანამშრომლების სახით სცადეს დამატიბითი ძალადობა", — განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია, ასევე გააგრძელებს მუშაობას მათ მიერ შეთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელზე. 

"ჩვენ, ასევე, ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ დაველოდებით მათ პასუხს, რომლის მიხედვითაც საერთოშორისო ასპარეზზე ოცნება კიდევ უფრო დაზიანდება, ან გონს მოეგებიან და გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავის გადასარჩენად", — თქვა გიგა ბოკერიამ

ბოკერია, ასევე გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ ნიკა მელიას სასამართლო საქმეს და განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს აქციას შეურთდება. 

კომენტარები