პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

ხუნდაძე პროპორციულის ჩაგდებაზე: ხელისუფლება ვალდებულია ქვეყანა არ შეიყვანოს კრიზისში

რეპორტიორი

ქართული ოცნების მცხეთის მაჟორიტირმა, დიმიტრი ხუნდაძემ პალიტრანიუსის გადაცემა პოლიტქალაქში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების შემდეგ, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

ხუნდაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა. ხუნდაძე ამბობს, რომ მისმა და თანამოაზრეების გადაწყვეტილებამ ჩაეგდოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისს გადაარჩინა.

"ხელისუფლებამ არამხოლოდ ოპოზიციის კმაყოფილებაზე უნდა იზრუნოს, არამედ პირველი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა არ შეიყვანოს კრიზისში ხათრიანი გადაწყვეტილებებით. ხელისუფლებას უნდა ქონდეს გრძელვადიანი ხედვა ეს ნებისმიერი პოლიტიკოსის ვალდებულებაა", — ამბობს მცხეთის მაჟორიტარი. 

ხუნდაძე, ასევე ამბობს, რომ "დღევანდელი რყევები ხვალიდნელ არასტაბილურობას სჯობია.

"ჩვენ, რომ მუხრუჭი რომ არ დაგვედო იმ კანონპროექტისთვის გარანტიას გაძლევთ მივეღიბდით არაერთ ვადამდელ არჩევნებს. ქვეყანა არის ძალიან რთულ რეგიონში და აქ რყევადი ხელისუფლება სახელიმწიფოს ინტერესების ნგრევას ნიშნავს", — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

 

კომენტარები