პროპორციული საარჩევნო სისტემა

კოპალიანი "ოცნებას": ზოგიერთები გონორით რომ გველაპარაკებიან, იმიტომ ვკარგავთ მხარდამჭერებს

ამ დარბაზს რომ ვუსმენ და გამომსვლელებს, ოპონენტები მყავს მხედველობაში, მგონი ისეთი პათოსით და ისეთი გონორით გველაპარაკებიან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს აღნიშნულ ცვლილებაზე ხმის მიცემა, იმათაც გადაიფიქრონ მე მგონი. მე ვიქნები პირდაპირი. სამართლიანობა და დემოკრატიულობა მოითხოვს პირველ რიგში სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც თავისთავად გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას და ყველა იმ ფუნდამენტალური ღირებულებების წინ წამოწევას, რომელიც საჭირო არის ქვეყნის სრულყოფილი მომავლის განვითარებისათვის. მაგრამ, ასევე მოითხოვს სამართლიან საზოგადოებას, სამართლიანობის აღდგენას, იმ ადამიანების დასჯას, ვინც დააზარალა ჩვენი მოქალაქეები. მოითხოვს წართმეულის დაბრუნებას.

ზუსტად აი ამის გამო ვკარგავთ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ აი ასეთი გონორით გველაპარაკებიან დღეს ზოგიერთები. ვერავითარი პროპორციული ვერ უშველის დემოკრატიის განვითარებას, სანამ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები და შემქმნელები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული. სხვა შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ღირს თუ არა ამ დაუნახავ პოლიტიკურ სპექტრში მივიღოთ ხელისუფლებისთვის მეტად სარისკო გადაწყვეტილება.

ქართული ოცნების დეპუტატი კარლო კოპალიანი პლენარულ სესიაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვისას. ბოლო ორი დღეა, ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

კომენტარები