სელენა გომესი

სელენა გომესის თქმით, დაავადებისგან წონაში მატების გამო ხალხი მას აკრიტიკებდა

Cnn.com

სელენა გომესის თქმით, ქრონიკული დაავადების, წითელი მგლურას მიზეზით წონაში მატების გამო ხალხი მას აკრიტიკებდა და "უტევდა".

მომღერლის თქმით, წამლების მიღებამ მისი წონის ცვლილება გამოიწვია, ხალხმა კი მისი დაავადების შესახებ არ იცოდა და კრიტიკა დაიწყო.

"შევამჩნიე, როდის დაიწყო ხალხმა ჩემზე შეტევა. ამან დიდი დრო წამართვა და ცოტათი იმედგაცრუებული დამტოვა", - თქვა სელენა გომესმა.

26 წლის მომღერალს ლუპუსი, იგივე წითელი მგლურას დაავადება აქვს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ის ბევრჯერ მოხვედრილა საავადმყოფოში, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშიც. 2014 წელს მომღერალს ერთი თირკმლის გადანერგვა დაჭირდა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებითა და აწმყოს გამო. მე ვიქნები წითელ ხალიჩაზეც, ვიზამ ყველაფერს, არ მჭირდება ამის დანახვა, მივიღებ მონაწილეობას, გამოვხატავ ჩემს თავს ყველასთან და მოვისმენ რა აქვთ მათ სათქმელი", - თქვა სელენა გომესმა.

მისივე თქმით, ის ყველაფერს თავის ბედსა და მეგობრებს უმადლის.

"არ მჯერა რომ მარტო ცხოვრებას შევძლებდი".

კომენტარები