რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: აშშ-სა და რუსეთს სრულიად არ გაუსუფთავებიათ რეგიონი ქურთი მებრძოლებისგან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ აშშ-ში პრეზიდენტთან ტრამპთან შეხვედრისას მას ეტყოდა, რომ დაპირების მიუხედავად, აშშ-სა და რუსეთს სრულიად არ "გაუსუფთავებიათ რეგიონი ორგანიზაციებისგან [ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირისგან]".

"ჩვენ ამ ყველაფერს პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილავთ," - თქვა მან.

ერდოღანი ირწმუნება, რომ ისინი კვლავ სირიის ქალაქ მანბიჯში, თალაბიადში და თალ რიფათში რჩებოდნენ - "ვერ ვიტყვით, რომ ტერორისტებმა სრულიად დაიხიეს რეგიონიდან. ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები (YPG) კვლავ იქ არიან".

ეს კომენტარი მან ვაშინგტონში გაფრენამდე თურქ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპს 13 ნოემბერს თეთრ სახლში შეხვდება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ აშშ "უსაფრთხო ზონიდან" ქურთი მებრძოლების გაყვანის პირობას არ ასრულებს, თუმცა ვაშინგტონი და მოსკოვი ირწმუნება, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებმა ტერიტორია სრულიად დატოვეს. 

ოფიციალური ანკარა ამბობს, რომ ისინი იტოვებენ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ საზღვრის გადაღმა სამხედრო ოპერაციის ჩატარების უფლებას.

ერდოღანი "უსაფრთხო ზონიდან" ქურთების გაყვანის საკითხზე შეხვედრას ვლადიმირ პუტინთანაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა.

ერდოღანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტად დათანხმდა, რითაც ქურთ მებრძოლებს ტერიტორიის დატოვების დრო მისცა.

თურქეთი და რუსეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში დაიხევდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. 

ტრამპმა თქვა, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, სირიიდან აშშ-ის ჯარის სრულად გამოყვანის თაობაზე, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების მცირე ნაწილი მაინც დარჩება. 

კომენტარები