მაილი საირუსი

მაილი საირუსმა სახმო იოგების ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე კვირა ჩუმად უნდა იყოს

Getty Images

26 წლის მომღერალმა, მაილი საირუსმა, სახმო იოგების ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფო უკვე დატოვა.

რეაბილიტაციისთვის, მომღერალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩუმად უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სახმო იოგები შეიძლება ისევ დაუზიანდეს.

მაილი საირუსი საავადმყოფოში გასულ თვეს მოხვდა და აღმოაჩინა, რომ სახმო იოგებზე წლების განმავლობაში პრობლემა აქვს. მას უთხრეს, რომ წლის ბოლომდე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდიც გაეარა. ოპერაცია რამდენიმე დღის წინ წარმატებით ჩატარდა.

ოქტომბერში მაილი საირუსმა თქვა, რომ სიმღერისგან ცოტა ხნით ისვენებს. სავარაუდოდ, ეს სწორედ სახმო იოგების პრობლემის გამო მიღებული გადაწყვეტილება იყო. 

"ვოკალის დასვენება, არა სხეულის", - თქვა მაშინ მომღერალმა.

კომენტარები