სირია

სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის დამფუძნებელი სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს

Twitter/ James Le Messurier

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი ჯეიმს ლე მესური, რომელიც ელიზაბეტ II-მ სირიაში სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფ White Helmets-ისთვის გაწეული სამსახურისთვის დააჯილდოვა, თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს. 

White Helmet-თან დაახლოებულმა წყარომ BBC-ის უთხრა, რომ ლე მესურის გვამი ქალაქ სტამბოლში მის სახლთან ახლოს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 04:30 საათზე ოპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლე მესურის გვამს ფეხებზე მოტეხილობები აღმოაჩნდა. 

ლე მესურის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის, თურქულმა მხარის ცნობით, "ყოვლისმომცველი გამოძიება უკვე დაიწყო". 

40 წლის ასაკს გადაცილებული ლე მესური სირიაში მოქმედი While Helmets-ის ერთერთი დამფუძნებელი იყო. ორგანიზაცია მან 2014 წელს მოხალისეებზე დაფუძნებით დააარსა და ის დონაციებისგან ფინანსდებოდა. ორგანიზაციის მოხალისეები თეთრ ჩაფხუტებს ატარებდნენ. 

ორგანიზაცია, რომელიც სირიის სამოქალაქო თავდაცვის სახელითაც არის ცნობილი, ცდილობს, გამოიხსნას ის სამოქალაქო პირები, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შეიარაღებული სამხედრო მოქმედებების ადგილებში ხვდებიან.

სხვა პრიზებთან ერთად, 2016 ლე მესურის ორგანიზაცია ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი, თუმცა სირიის ხელისუფლება მოკავშირე რუსეთთან და ირანთან ერთად White Helmets-ს ტერორისტული ორგანიზაციების ღიად დახმარებაში ადანაშაულებდნენ. 

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ ლე მესური დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (MI6) ყოფილი აგენტი იყო.

კომენტარები