საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ მოძრაობის მორიგი 12 ახალი წევრი წარადგინა.
„ლელოს“ ახალი წევრები არიან:
ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრი. გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.
მიტროფანე სტურუა - იურისტი. ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან ადვოკატია.
მანანა ბანძელაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათ ადოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დავით ჩხეიძე - ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
თამარ წამალაიძე - ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში.
გია პატარიძე - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.
გიორგი მახარაძე - იურისტი. ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი.
ნათია ხელაია - საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი.
გიორგი ბაკაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კომერციული დირექტორი.
პაატა დარახველიძე - იურისტი. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე
ლილე მაღლაფერიძე - ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12 წლიანი გამოცდილებით.
დიმიტრი აბაშიძე - ინჟინერი და ეკონომისტი. სტარტაპ კომპანიის. „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი.
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცის ანაკლიაში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამართა.





