ბათუმი

ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

bpn.ge

ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ინფორმაცია "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები