Twitter

Twitter-ის ყოფილ თანამშრომლებს საუდის არაბეთისათვის ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებენ

Getty Images

Twitter-ის ორი ყოფილი თანამშრომელი საუდის არაბეთისათვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მიხედვით ისინი იმ მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებდნენ, ვინც საუდის არაბეთს აკრიტიკებდა.

ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მოქალაქეა, მეორე კი საუდის არაბეთის.

დაკავებული აშშ-ის მოქალაქე სიეტლის სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას ბრალად  მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შეგროვებასთან ერთად დოკუმენტების გაყალბება და გამოძიების ფედერალური სააგენტოსათვის ცრუ ჩვენების მიცემაც ედება.

მეორე ბრალდებული twitter-ში 2015 წლამდე მუშაობდა და ამ პერიოდში 6,000-მდე ადამიანის პირადი ინფორმაცია მოიპოვა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ის საუდის არაბეთში გაიქცა.

ჯაშუშობაში დაადანაშაულეს საუდის არაბეთის კიდევ ერთი მოქალაქე. ბრალდების მიხედით ის სოციალური მედიის თანამშრომლებსა და საუდის არაბეთის მთავრობას შორის შუამავალი იყო.

The New York Times-ის მიხედვით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში საუდის არაბეთის მოქალაქის მიმართ ჯაშუშობის ბრალდებით გამოძიება აღიძრა.

კომენტარები