საზოგადოებრივი ტრანსპორტი

30 ახალი ავტობუსი თბილისის გარეუბნებს მოემსახურება - 11 სამარშრუტო ხაზი

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომელიც თერთმეტ მარშრუტზე გავა.

მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები 6 ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს - N1, N31, N124 მარშრუტებზე.

ასევე, რამდენიმე დღეში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.

ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაცია დღეს გამართა. მერის თქმით, ხვალიდან 30 ახალი ავტობუსიდან 23 არის 8-მეტრიანი, ხოლო 7  10-მეტრიანი.

კომენტარები