ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია

Ipress.ge

"ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია", - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა entrepreneur-თან ინტერვიუში.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის "ფილოსოფიაზეა დაფუძნებული".

ივანიშვილის შეფასებით, ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის აფიშირების გარეშე, ანონიმურად ხორციელდება, - "სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას [ქველმოქმედებას], ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი", - ამბობს ივანიშვილი.

ქართული ოცნების თავმჯომარის თქმით, ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გაუკეთებია პოლიტიკაში მისი მონაწილეობაა - "რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია", - ამბობს entrepreneur-თან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები