გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოავლინეს. 

დეპარტამენტის ცნობით, აქედან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 237 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. მას მოსდევს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია, სადაც 100 ფაქტი გამოვლინდა, აჭარაში - 62, იმერეთში - 56, ქვემო ქართლში - 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, შიდა ქართლში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 9, გურიაში კი 6 სამართალდარღვევა გამოვლინდა. 

თბილისში კი უწყებამ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინა. 

დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში უკანონოდ მოპოვებული 3 000 მ3-მდე ხე-ტყეა ამოღებული. 

"ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 67 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები