ე.წ ციანიდის საქმე

მამა ანდრია სინოდზე: ციანიდის თემა მათთვის მტკივნეულია, ეს შეცდომა საბედისწერო გახდა

მე რამდენჯერმე ვიყავი მამა გიორგისთან საპატიმროში და მე თავად ვაზიარე ის. მანამდეც მისი წერილებიდან, რომელთა წარდგენაც სინოდზე უნდოდა, ჩანს, რომ ამ საკითხებში მას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, შესაბამისად, ციხემდე, ციხეშიც და მე ვიმედოვნებ, ციხის შემდეგაც, მას ექნება ის პრინციპული პოზიცია, რასაც მანამდე ებრძოდა. ამ პერიოდში 3 წლის განმავლობაში თითქმის აფიქსირებდა და ამბობდა, რომ სინოდში განსახილველი თემებია და მას სურდა სინოდის წინ წარდგენა და ეკლესიის შიგნით განხილვა, რასაც მეუფე პეტრე სრულად იზიარებს და ამ ხნის განმავლობაში სწორედ ღია მსჯელობისკენ აქეთკენ მიმართული

მე მახსოვს ერთერთი ეპისკოპოსის განცხადებაც, რომ ციანიდის საქმეზე საერთოდ არ უნდა ვიმსჯელოთო. ეს არის მათთვის მტკივნეული თემა იმიტომ, რომ იციან, რომ სწორედ ამ თემამ, ამ შეცდომამ საბედისწერო გახადა მთლიანად მათი ადმინისტრაციული მოქმედება

მღვდელმონაზონმა, მარტვილის ამბროსი ხელაიას სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლმა ანდრია სარიამ ტვ პირველის ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზეც ისაუბრა. მღვდელმონაზონი ანდრია ჭყონდიდის ეპარქიას წარმოადგენს

კომენტარები