სინოდის სხდომა

ზოიძე: მტრების ამოცანაა, სანდო და ურყევი ინსტიტუტები მაქსიმალურად იყოს მორყეული

აიპრესი

ქართული ოცნების დეპუტატი, აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება ქვეყნის მტრების ინტერესებში შედის. 

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებით სარგებლობას "გარკვეული პოლიტიკური ძალებიც" ცდილობენ. ამასთან, მისი თქმით, ეს ყოველივე დამანაზიანებელია, რადგან ქვეყანაში ისედაც არის სულიერების კრიზისი. 

"ძალიან რთული პროცესი მიდის ეკლესიაში, რომელზეც მე ვხედავ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს იპარაზიტირონ. სხვა ტერმინს ვერ გამოვიყენებ. ეს მხოლოდ დააზიანებს მთლიანად ქვეყანაში .... ისედაც არის სულიერების კრიზისი და კიდევ უფრო გაღრმავდება, როცა ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე ვეცდებით, რომ პოლიტიკური მიზნებით გამოვიყენოთ. ეს არის ჩემთვის მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მტრების ამოცანაა, რომ სანდო და ურყევი ინსტიტუტები ამ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს მორყეული და არ არსებობდეს არანაირი ავტორიტეტი ამ ქვეყანაში. ასეთი ქვეყანა ადვილი შესაჭმელია", - თქვა აკაკი ზოიძემ. 

გუშინ, 31 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრემ თქვა, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა უარი მიიღო.  

სინოდის სხდომას წინ უძღოდა 26 ოქტომბერს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება. მან თქვა, რომ გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე "ეჩალიჩებოდნენ."

კომენტარები