Twitter

Twitter-ი საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს კრძალავს

ჯეკ დორსი
REUTERS

Twitter-ი საკუთარ პლატფორმაზე ყველა სახის პოლიტიკურ რეკლამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრძალავს. აკრძალვის დეტალები 15 ნოემბერს გახდება ცნობილი და ის ძალაში 22 ნოემბრიდან შევა. აკრძალვა არ გავრცელდება იმ რეკლამებზე, რომელიც ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი მესიჯების გავრცელება უნდა დაიმსახურონ და არა იყიდონ.

"ინტერნეტ რეკლამები ძალიან ძლიერი და ეფექტურია. ეს ძალა კი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს პოლიტიკისათვის.

დაუჯერებელია ვთქვათ, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ რათა შევაჩეროთ ჩვენი სისტემის ბოროტად გამოყენება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისათვის, მაააგრამ, თუ ვინმე იტყვის რომ სურს მიზანში ამოვიღოთ და ვაიძულოთ ხალხს ნახონ მათი პოლიტიკური რეკლამა...მაშინ...მათ შეუძლიათ თქვან რაც სურთ!" დაწერა მან.

დორის მიაჩნია, რომ ბევრი სოციალური კამპანია რეკლამის გარეშეც საკმაოდ დიდ აუდიტორიას წვდება.

ტრამპის მხარდამჭრები ამბობენ, რომ ტვიტერის გადაწყვეტილება კიდევ ერთი მცდელობაა მემარცხენეები მხრიდან გააჩუმონ ტრამპი და კონსერვატორები.

ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის სპიკერმა ბილ რუსომ კი თქვა, რომ "როდესაც არჩევანი გვაქვს რეკლამების ფულს და დემოკრატიას შორის, გვამხნევებს, რომ ერთხელ მაინც, შემოსავლებმა არ გაიმარჯვა."

კონკურენტმა პლატფორმამ, Facebook-მა კი განაცხადა, რომ პოლიტიკური რეკლამების აკრძალვას არ აპირებს.

"დემოკრატიაში, არ ვფიქრობ, რომ სწორია კერძო კომპანიების მიერ პოლიტიკოსებსა და ახლა ამბებზე ცენზურის დაწესება." თქვა მარკ ზაკერბერგმა.

კომენტარები