სინოდის სხდომა

მეუფე ანტონი მეუფე იაკობზე: არც იმის საფუძველი მაქვს ვენდო, არც იმის საფუძველი მაქვს არ ვენდო

სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. შეიძლება ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს. ჩვენ დაველოდებით, იქნება კითხვები, იქნება პასუხები და იმის შემდეგ ვიმსჯელებთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს ვენდო, არც იმის საფუძველი მაქვს არ ვენდო. სწორედ ამისთვის რა თქმა უნდა მჭირდება მტკიცებულებები. საერთოდ, კითხვები "განკვეთა" და ასეთი ამოიღეთ, ასეთი რამ არ არსებობს.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი სინოდის სხდომაზე შესვლამდე მეუფე იაკობის ინტერვიუს ეხმაურება. 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. ამასთან, ის ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

კომენტარები