პარტიების შემოწირულობა

ოქტომბერში ქართულ ოცნებას 200 000 ლარი შესწირეს, ენმ-ს - 150 000

2019 წლის ოქტომბრის თვეში "ქართულ ოცნებას" 200 000 ლარი შესწირეს. 

მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა შპს-მ "თეზი", რომლის 100%-იან წილს ზაზა ცხოვრებაძე ფლობს. 

ზაზა ცხოვრებაძემ, როგორც ფიზიკურმა პირმა ქართულ ოცნებას ასევე შესწირა 50 000 ლარი. 

ქართულ ოცნებას შპს "გ&კ ტექნოლოგმა", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რომან აბრამიშვილია 40 000 ლარი შესწირა.  

მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა შპს "ბილდმა", რომლის 100%-იან წილს გიორგი აბრამიშვილი ფლობს. 

რომან და გიორგი აბრამიშვილები, სავარაუდოდ, ძმები არიან. მათ საცხოვრებელ ადგილად ერთი და იგივე მისამართებია მითითებული. 

ნაციონალური მოძრაობის შემოწირულობების რაოდენობა ოქტომბრის თვეში 150 000 ლარი იყო. შემომწირველთა შორის პარტიის წევრები და პარლამენტის დეპუტატებიც არიან, მათ შორის: 

  • რომან გოცირიძე - 3 000 ლარი;
  • სალომე სამადაშვილი - 3 000 ლარი;
  • მამუკა ჩიქოვანი  - 10 000 ლარი;
  • საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი  - 9 999 ლარი;
  • განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი - 20 000 ლარი; 

კომენტარები