პარტიების შემოწირულობა

თორდია: 2014 წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ მიიღო

გასულ წელს ფიზიკურმა პირებმა ყველაზე დიდი ოდენობით თანხა ქართულ ოცნებას შესწირეს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ განაცხადა.

თორდიას თქმით, გასულ წელს ქართულმა ოცნებამ შემოწირულობების სახით 6 მილიონ 144 ათასი ლარი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 299 819 ლარი, შემოწირულობების სახით გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ბიუჯეტში 340 603 ლარი შევიდა, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ 30 ლარი მიიღო.

აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, 2014 წელს სხვადასხვა დარღვევის გამო საქართველოს გზა, კონსერვატორული პარტია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ორი იურიდიული პირი დააჯარიმეს. ეს იურიდიული პირები ქართული ოცნების შემომწირველები იყვნენ, ისინი უცხო ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

თორდიამ ასევე ისაუბრა შემოწირული თანხების საეჭვოობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს მათ სასარგებლოდ განაჩენი არასოდეს გამოაქვს, თუკი არ აქვთ ხელში მყარი არგუმენტი, რომ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ აქვს საშუალება, პარტიას ფული შესწიროს.

„გრიგოლ ბარამიძის და მანუჩარ ომანიძის დაჯარიმებასთან დაკავშირებით - ესენი არიან ბურჯანაძის პარტიის შემომწირველები. მათ არანაირი დეკლარაციით არ უდასტურდებოდათ, რომ ეს შემოსავალი მათ ქონოდათ. სასამართლომ სასჯელი არ დააკმაყოფილა. ჩვენ ვალდებულები ვართ სასამართლოს წინაშე მტკიცე მტკიცებულებებით წარვსდგეთ, რომლითაც ვადასტურებთ, რომ ამ ადამიანებს შემოსავალი არ აქვთ. როდესაც ადამიანები დეპუტატები არიან და წლიური მათი შემოსავალი აღემატება შემოწირულობის თანხას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ დაგვიკმაყოფილებს ამ სარჩელს და არ მივმართავთ სასამართლოს“, - განაცხადა თორდიამ.

კომენტარები