ყალბი ფულის გასაღება

ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ ბ-მ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები, საიდანაც იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით, 9 800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 10 ცალი 500 ევროიანი ბანკნოტი, ხოლო 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი ამოღებულია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. ჯამში ამოღებულია 17 500 ევროს ყალბი ბანკნოტები" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო
აწარმოებს.

კომენტარები