ყალბი ფულის გასაღება

აჭარაში 74 ყალბი 100 დოლარიანი გაასაღა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, გაასაღა საერთო ჯამში 7 400 აშშ დოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები