ყალბი ფულის გასაღება

29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ფული გაასაღეს – საგამოძიებო სამსახურმა 4 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღეს 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან დამატებით ამოიღეს 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები" - აცხადებს საგამოძიებო უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით (ყალბი ფულის გასაღება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები