საქართველოში ყოველთვის უნდა დავიცვათ სეკულარიზმის პრინციპი. სეკულარული სახელმწიფო ნიშნავს, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერიოს მთავრობის საქმიანობაში და პირიქით, მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში.
ამ თემაზე ოპოზიციის მხრიდან სპეკულირებები არის მავნებლობა. ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ეკლესია. მოდი გავუფრთხილდეთ საზოგადოებას, ერთმანეთს და პატრიარქს. რაღაც განცხადებებზე, რომლების შეფასებასაც კი არ დავიწყებ, ჩვენ არ უნდა ავაგოთ პოლიტიკური დღის წესრიგი.





