მეუფე იაკობს საკუთარი განცხადებებით სახელმწიფოზე, ეკლესიასა და კონკრეტულ პირებზე დარტყმა მიაქვს. მძიმე ბრალდებები მედიაში, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე ყოველდღიურ ნორმად იქცა და გამოდის, რომ მთავარმა პროკურატურამ გარკვეული საქმე ყოველდღიურად უნდა აღძრას. ადამიანები, რომლებსაც მეუფე იაკობი ასახელებს, მის მონაყოლს არ ადასტურებენ. თავად მეუფე იაკობმაც ორჭოფული განცხადება გააკეთა, რომ საუბარი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მეუფე შიო უნდოდა და აქედან გამომდინარე, ჩანაცვლების საკითხს არ ეხებოდა. საკმაოდ გაუგებარი და ორაზროვანი განცხადებები გააკეთა. მორალურად არ განვიკითხავ, მაგრამ სამართლებრივ საკითხში პროკურატურას რჩევას ვერ მივცემ. შეიძლება, მეუფე იაკობი თავის წიაღსვლებს აკეთებს, ამბობს, ნასვამი ვიყავიო, ორჭოფულ განცხადებებს აკეთებს.
მეუფე იაობის განცხადებები
ვოლსკი: მძიმე ბრალდებები ნორმად იქცა და გამოდის, პროკურატურამ საქმე ყოველდღე უნდა აღძრას
tbl.ge/44u5
დაკოპირდა

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. ვოლსკის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.




