ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 28 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ბაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველასგამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, მისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის და ახალციხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები