ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძრის გამო 2 მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

AFP

კალიფორნიაში ხანძრის გამო 2 მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის PG&E-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რამაც შესაძლოა სადენები და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანოს და ხანძრის ახალი კერების გაჩენა გამოიწვიოს, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებას ზღუდავენ.

შეზღუდვა ორშაბათამდე გაგრძელდება და შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

შტატის ჩრდილოეთით კვლავ მძვინვარებს ხანძარი, რომელიც სონომას ოლქში 10,000 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა. 90,000-მდე მოსახლეს ევაკუაციისაკენ მოუწოდეს.

სონომას ოქლში და ლოს ანჯელესში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მობილიზებულია ათასობით მეხანძრე. ლოკალიზებულია ხანძრის 10%.

ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოქლში მდებარე ერთ-ერთი ელექტროსადენი დაზიანდა. ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის იყო თუ არა ეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

PG&E-ს წარსულში მომხდარ ხანძრებში შესაძლო როლისთვისაც აკრიტიკებენ. მას გასულ წელს შტატში გაჩენილი მასშტაბული ხანძრის გამო უჩივიან, რომელსაც 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ ხანძარი სწორედ კომპანიის მოძველებულმა ტექნიკამ გამოიწვია.

კომენტარები