არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი

არქიმანდრიტი ბართლომე რაჭველიშვილზე: წყევლა არ იყო, არც სურვილი, ვთქვი რომ უშველიდა

ეს წყევლა არ იყო, არც სურვილი, ვთქვი რომ უშველიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ვიფიქრე უშველიდა მოგებულიყო ჭკუას.

ადამიანი, როდესაც თავის ემოციას ასე გამოხატავს - კრეტინოს, შტეროს, უბედურს ეძახის სხვას, იქნებ გონზე მოსულიყო, რომ დაუკრეფავში გადავიდა და ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის. თუ საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა, ბუნებრივი მე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებდი.

თქვა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა TV პირველის ეთერში. "აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. საოპერო მომღერალმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან თქვა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა, რაშიც შედის როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე მისი ოჯახის წვილილიც.

კომენტარები