არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი

არქიმანდრიტი ბართლომე: კომენტარის მიზანი იყო, რაჭველიშვილი მიმხვდარიყო, რომ ზღვარს გადავიდა

მე ვფიქრობ, რომ მამების გამო შვილი არავინ უნდა გალანძღოს. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. "კრეტინო, საცოდავო, უბედურო" არამგონია იყოს ღირსეული ადამიანის გამონათქვამი. მხოლოდ ერთ მიზანს ისახავდა ჩემი კომენტარი, რომ ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილი მიმხვდარიყო, რომ გადავიდა ზღვარს, ყველანაირ ზღვარს ადამიანთან ურთიერთობაში. ვიღაცამ აღიქვა წყევლად. იქ არც სურვილი იყო და არც კონკრეტულად მიმართება.

თქვა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა TV პირველთან ინტერვიუში. "აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის",-ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. საოპერო მომღერალმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან თქვა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა, რაშიც შედის როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე მისი ოჯახის წვილილიც.

კომენტარები