რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი: EUMM-ს მანდატი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს აქვს, მათი შეკავება პროვოკაციაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედების მანდატი აქვს და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა პროვოკაციულია.

"ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება, მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უფრო ამაზე გარკვეული განცხადებების გაკეთება ცალსახად პროვოკაციული", - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა ცოტა ხნით დააკავეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერს, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-მ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოები გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

კომენტარები