ფორსაჟი 9

Cardi B ფორსაჟის მე-9 ნაწილში ითამაშებს - VIDEO

ამერიკელი რეპერი Cardi B ფორსაჟის მე-9 ნაწილში ითამაშებს.

ამის შესახებ, ფორსაჟის ვარსკვლავის, ვინ დიზელის მიერ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოთი ვიგებთ.

"დღე 86, ფორსაჟის მე-9 ნაწილის გადაღებებიდან", - ამბობს ვინ დიზელი.

"მოუთმენლად ველი, საუკეთესო ნაწილი იქნება", - პასუხობს Cardi B.

Cardi B-ისთვის ეს სამსახიობო დებიუტი არაა. რეპერმა ჯენიფერ ლოპესის ფილმში "Hustlers" ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

კომენტარები