ფორსაჟი 9

ფორსაჟის მეცხრე ნაწილის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა [Video]

ფორსაჟის 9 ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა. გავრცელებულ ვიდეოში საქართველოში გადაღებული რამდენიმე კადრიც მოხვდა. 

ფილმის ახალი ნაწილი დატვირთულია მძაფრი სიუჟეტით, სპეცეფექტებით და სანახაობით. ფილმში მთავარ როლს მისი უცვლელი ვარსკვლავი ვინ დიზელი ასრულებს. ასევე ვიხილავთ შარლიზ ტერონს, მიშელ როდრიგესს და სხვა ცნობილ მსახიობებს. 

ფილმის ფრაგმენტის გადაღებები თბილისში 1 თვის განმავლობაში, აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა. Fast and Furious-ის მეცხრე ნაწილის პრემიერა 22 მაისს გაიმართება.

კომენტარები