ფორსაჟი 9

მიშელ როდრიგესი: მეცხრე ფორსაჟში ფიზიკის ყველა კანონი ირღვევა

MTV International-თან ინტერვიუში, ფორსაჟის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ლეტის შემსრულებელმა - მიშელ როდრიგესმა აღნიშნა, რომ ფილმში ფიზიკის ყველა კანონი ირღვევა. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია უამრავ სახიფათო ილეთთან, რომელთა შესრულებისთვის მსახიობებმა ბევრი სირთულე გადალახეს. 

"დაივიწყეთ ყველა ფიზიკის კანონი, რომელიც აქამდე იცოდით. ფილმის ნახვისას აუცილებლად იკითხავთ :"მოიცადეთ, რანაირად?". ასეთი მომენტი ფილმში უამრავია." თქვა როდრიგესმა.

ვინ დიზელისა და როდრიგესის თქმით, ზოგჯერ მანქანას, რომელშიც მსახიობები ისხდნენ სპეციალურ მოწყობილობაზე ამაგრებდნენ, რომელიც ტრიალს და ქანაობას იწყებდა. ამ დროს მანქანაში მსხდომებს, თითქმის ყოველთვის გული ერეოდათ. 

შეგახსენებთ, რომ ფილმის ფრაგმენტის გადაღებები თბილისში 1 თვის განმავლობაში, აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა. Fast and Furious-ის მეცხრე ნაწილის პრემიერა 22 მაისს გაიმართება.

კომენტარები