ინგლისი

ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ეროვნებით ჩინელი იყო

uk.reuters.com

ინგლისში, ესექსში სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 ადამიანის ცხედრის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილები ეროვნებით ჩინელები იყვნენ.

შემთხვევა გუშინ, 23 ოქტომბერს მოხდა. პოლიციამ 25 წლის სატვირთოს მძღოლი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბრალდებით დააკავა.

გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ჯერჯერობით ცხედრების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

კომენტარები